ჩემპიონთა ლიგის პირველი გოლი ჯონ მაკგინმა გაიტანა, „ასტონ ვილამ“ ბრიუგეში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის 2026-27 წლების სეზონი ორი მატჩით გაიხსნა.
ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი გოლი „ასტონ ვილას“ ნახევარმცველმა, ჯონ მაკგინმა გაიტანა, ბირმინგემელებმა კი სტუმრად 3:2 მოუგეს „ბრიუგეს“, რომელმაც ევროტურნირებზე ბოლო 23 საშინაო მატჩში მხოლოდ მეოთხედ წააგო. აღსანიშნავია, რომ მაკგინი 12 გოლით ევროტურნირებზე „ასტონ ვილას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
აეკ-მა გამარჯვებით აღნიშნა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება – ბოლოს მან ამ ტურნირზე 2018-19 წლებში ითამაშა. ბერძნებმა რუმინელი რაჟვან მარინის შესანიშნავი საჯარიმოთი მოუგეს „ლინცერს“ და შეწყვიტეს ლიგაზე ექვსმატჩიანი წაგებების სერია. თავად „ლინცერმა“ ევროტურნირებზე ზედიზედ მეცხრე გასვლითი მატჩი წააგო.
აეკ-ლინცერი 1:0
გოლი: 1:0 მარინი (21)
ბრიუგე-ასტონ ვილა 2:3
გოლები: 0:1 მაკგინი (11), 1:1 ვეტლესენი (19), 1:2 ბუენდია (22), 1:3 ჯექსონი (43), 2:3 ტრესოლდი (61-პენ)