ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოს“ მეტოქე „შერიფი“ იქნება
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოს“ მეტოქე „შერიფი“ იქნება

ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისწყრა შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში გაიმართა და საქართველოს ჩემპიონის, „საბურთალოს“ მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია.

დედაქალაქელები ევროთასების პირველ მატჩში მოლდოვურ „შერიფს“ დაუპირისპირდებიან. გუნდებს შორის პირველი თამაში 9-10 ივლისს, ხოლო საპასუხო მატჩი 16-17 ივლისს გაიმართება. ქართული კლუბი ჯერ სტუმრად ითამაშებს, შემდეგ კი მეტოქეს თბილისში უმასპინძლებს.