ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ მეტოქე გამოვლინდა #1TVSPORT
ნიონში, უეფა-ს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ბათუმის „დინამოს“ პირველი მეტოქე გამოვლინდა – საქართველოს ჩემპიონი პირველ შეხვედრას ბულგარეთის ჩემპიონთან, რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ ჩაატარებს.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები – 9-10 ივლისს, საპასუხო კი 16-17 ივლისს გაიმართება.
19 ივნისს უეფა-ს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგები:
ლუდოგორეცი (ბულგარეთი) – დინამო (ბათუმი)
სლოვანი (სლოვაკეთი) – სტრუგა (მაკედონია)
ჰამრუნი (მალტა) – ლინკოლნი (გიბრალტარი)
ნიუ საინტსი (უელსი) – დეშიცი (მონტენეგრო)
ბალკანი (კოსოვო) – სანტა კოლომა (ანდორა)
ბორაცი (ბოსნია) – ეგნატია (ალბანეთი)
პანევეჟისი (ლიეტუვა) – ჰელსინკი (ფინეთი)
ფლორა (ესტონეთი) – ცელიე (სლოვენია)
კლაკსვიკი (ფარერები) – დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)
ვიკინგური (ისლანდია) – შამროკი (ირლანდია)
რფს (ლატვია) – ლარნე (ჩრდ. ირლანდია)
ვირტუსი (სან მარინო) – სტიაუა (რუმინეთი)
დინამო (ბელარუსი) – პინუნიკი (სომხეთი)
ორდაბასი (ყაზახეთი) – პეტროკუბი (მოლდოვა)