ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადია შეიძლება ერთმატჩიან ფორმატზე გადავიდეს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები, შესაძლოა, ერთმატჩიანი ფორმატით ჩატარდეს.
გაზეთ „თაიმსის“ ინფორმაციით, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალურ სტადიაზე ორმატჩიანი დაპირისპირებები შეიძლება გააუქმონ – წამყვანი ევროპული კლუბები ნახევარფინალებისა და ფინალის ჩატარებას ერთი კვირის განმავლობაში ერთ ქალაქში გეგმავენ. ამ მინი-ტურნირს „ფეხბურთის კვირას“ დაარქმევენ.
უეფა-ში ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს, მაგრამ ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) ემზადება ამ იდეის განსახორციელებლად.