უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების განრიგი.
30 აპრილს, ლონდონში ტოტენჰემი აიაქსს უმასპინძლებს, 1 მაისს კი ბარსელონა და ლივერპული ესპანეთში ითამაშებენ.
განმეორებითი მატჩები 7 და 8 მაისს გაიმართება: ჯერ ლივერპული და ბარსელონა შეხვდებიან ერთმანეთს, მეორე დღეს – აიაქსი და ტოტენჰემი.
მატჩების დაწყების თბილისური დროა – 23 საათი.