ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სლოვანი“ „ქაირათს“ ეთამაშება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სლოვანი“ „ქაირათს“ ეთამაშება #1TVSPORT

ბრატისლავისსლოვანმა“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნიის ჩემპიონი „ზრინსკი“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

კაშია „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ბრატისლავაში დამაჯერებელი გამარჯვების (4:0) შემდეგ, ბოსნიაში საპასუხო მატჩში მასპინძლები ბილბიასა (72 – პენალტი) და პრანიჩის (76) გოლებით 2:0 დაწინაურდნენ.

თუმცა მატჩის ბოლო მონაკვეთი „სლოვანმა“ უკეთ ჩაატარა, შტრელეცის დუბლით (80, 87) ანგარიში გაათანაბრა, ორი მატჩის ჯამში 6:2 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

ალმათის „ქაირათმა“ (ლუკა გადრანი, გიორგი ზარია) ფინურ კუპს-თან პირველი მატჩი ფინეთში 0:2 წააგო, მაგრამ საკუთარ მოედანზე დამაჯერებელი რევანშის აღება მოახერხა – 3:0. ზარიამ 45-ე წუთზე სათადარიგოთა სკამზე წითელი ბარათი მიიღო და მესამე ეტაპის შეხვედრას გამოტოვებს.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ქაირათი“ „სლოვანს“ 5 აგვისტოს ალმათიში უმასპინძლებს, საპასუხო მატჩი კი 12 აგვისტოს ბრატისლავაში გაიმართება.