ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ბარსელონას“ შეხვდება #1TVSPORT
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა ხვიჩა კვარაცხელიასა „ნაპოლისა“ და დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენის“ მეტოქეები.
ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს და წილისყრისას განუთესავები იყვნენ. „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, ხოლო „კოპენჰაგენი“ – „მანჩესტერ სიტის“.
„ნაპოლი“ (იტალია) – „ბარსელონა“ (ესპანეთი)
„კოპენჰაგენი“ (დანია) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
მერვედფინალის პირველი მატჩები 13-14 და 20-21 თებერვალს გაიმართება, განმეორებითები – 5-6 და 12-13 მარტს.