ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა საინტერესო წყვილებს გვპირდება
ორშაბათს, 16 დეკემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება, რომელიც, დიდი ალბათობით, რამდენიმე ვარკსვლავურ წყვილს შემოგვთავაზებს.
მადრიდის „ატლეტიკომ“ და „რეალმა“, ასევე დორტმუნდის „ბორუსიამ“, „ჩელსიმ“ და „ტოტენჰემ ჰოტსპურმა“ თავ-თავიანთ ქვეჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ჯგუფების გამარჯვებულები ელოდებიან, რომელთა შორის არიან „ბარსელონა“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ელოდებიან.
მერვედფინალების პირველი მატჩები ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული გუნდების საშინაო არენებზე 18, 19, 25 და 26 თებერვალს გაიმართება, განმეორებითები კი 10, 11, 17 და 18 მარტს.
ჯგუფების გამარჯვებულები: ბარსელონა, ბაიერნი, იუვენტუსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, პარი სენ-ჟერმენი, ლაიპციგი, ვალენსია.
მეორე ადგილებზე გასულები: ატალანტა, ატლეტიკო, ბორუსია დორტმუნდი, ჩელსი, ლიონი, ნაპოლი, რეალ მადრიდი, ტოტენჰემ ჰოტსპური.
მერვედფინალის წილისყრა ორშაბათს, 16 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.