ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა საინტერესო წყვილებს გვპირდება

21:44, 12.12.2019

ორშაბათს, 16 დეკემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება, რომელიც, დიდი ალბათობით, რამდენიმე ვარკსვლავურ წყვილს შემოგვთავაზებს.

მადრიდის „ატლეტიკომ“ და „რეალმა“, ასევე დორტმუნდის „ბორუსიამ“, „ჩელსიმ“ და „ტოტენჰემ ჰოტსპურმა“ თავ-თავიანთ ქვეჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ჯგუფების გამარჯვებულები ელოდებიან, რომელთა შორის არიან „ბარსელონა“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ელოდებიან.

მერვედფინალების პირველი მატჩები ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული გუნდების საშინაო არენებზე 18, 19, 25 და 26 თებერვალს გაიმართება, განმეორებითები კი 10, 11, 17 და 18 მარტს.

ჯგუფების გამარჯვებულები: ბარსელონა, ბაიერნი, იუვენტუსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, პარი სენ-ჟერმენი, ლაიპციგი, ვალენსია.

მეორე ადგილებზე გასულები: ატალანტა, ატლეტიკო, ბორუსია დორტმუნდი, ჩელსი, ლიონი, ნაპოლი, რეალ მადრიდი, ტოტენჰემ ჰოტსპური.

მერვედფინალის წილისყრა ორშაბათს, 16 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი