ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საინტერესო ფაქტები
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საინტერესო ფაქტები

ჩემპიონთა ლიგაზე სრულად დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები. ძალიან საინტერესო მომენტია – დარჩენილი რვა გუნდიდან მხოლოდ ორს აქვს ტურნირი მოგებული, დანარჩენ ექვს კი ეს ბედნიერება წინ აქვს. მალე ისინი ლისაბონში გადაინაცვლებენ და პლეი ოფს გააგრძელებენ.

მერვედფინალურ მატჩებში კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ფაქტი მოხდა…

 

* „რეალმა” ბოლო 11 წელიწადში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ორივე მატჩი. მაშინ მადრიდელებმა ასევე მერვედფინალში წააგეს ორივე შეხვედრა „ლივერპულთან”.

* „რეალი” პირველად გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან ზინედინ ზიდანის მწვრთნელობისას.

* „რეალმა” ზედიზედ მეორედ წააგო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი. შარშან, გუნდი „აიაქსთან” დამარცხდა.

* * *

* კრიშტიანო რონალდომ 2019-20 წლების სეზონში 37 გოლი გაიტანა და „იუვენტუსის” რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდი 95 წლის წინ, ფერენც ჰირცერმა დაამყარა, როცა 1925-26 წლების სეზონში 35 გოლი შეაგდო.

* „იუვენტუსმა” ბოლო ორ სეზონში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შვიდი გოლი გაიტანა. შვიდივე კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა.

* კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგაზე 130 გოლამდე ავიდა. ლიონელ მესი 114 გოლით მეორე ადგილზეა.

* „ლიონი” პირველი ფრანგული კლუბია, რომელმაც ევროტურნირების პლეი ოფში „იუვენტუსი” გამოთიშა ბრძოლას.

* * *

* ინსინიე პირველი იტალიელია, რომელმაც „რეალს” „სანტიაგო ბერნაბეუზე” და „ბარსელონას” „კამპ ნოუზე” გაუტანა.

* ლიონელ მესი ზედიზედ 16 წელია იტანს ჩემპიონთა ლიგაზე. მან გაიმეორე ქარიმ ბენზემასა და რაიან გიგზის შედეგი. უფრო მეტი „რეალის” ლეგენდას რაულს აქვს – 17 კალენდარული წელი.

* „ნაპოლის” კარში გოლის შემდეგ, ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე 35 გუნდისთვის გაუტანია. ეს ტურნირის რეკორდია.

* „ბარსელონა” ზედიზედ მეცამეტედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ბოლოს გუნდი მერედფინალში 2007 წელს გავარდა. ამასთან, არც ერთ სხვა გუნდს ზედიზედ ცხრაჯერ მეოთხედფინალში არ უთამაშია.

* „ბარსელონა” 36 მატჩშია ჩემპიონთა ლიგაზე შინ არ მარცხდება. ეს სერია შვიდი წელია გრძელდება.

* * *

* „ბაიერნს” ყველა ტურნირზე ზედიზედ 18 მატჩი აქვს მოგებული.

* რობერტ ლევანდოვსკი 13 გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. 10 გოლი აქვს გატანილი ერლინგ ჰალანდს („დორტმუნდი”). შემდეგ მოდის ექვსი ფეხბურთელი ექვს-ექვსი გოლით: გაბრიელ ჟესუსი, რაჰიმ სტერლინგი, დრის მერტენსი, ჰარი კეინი, მემფის დეპაი და სერჟ გნაბრი.

* ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა. რეკორდსმენი კრიშტიანო რონალდოა, რომელმაც 2017-18 წლების სეზონში ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა.

* თომას მიულერმა 112-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. მან გაიმეორა ფილიპ ლამის რეკორდი გერმანელი ფეხბურთელებისთვის.

* „ჩელსიმ” პირველად გაუშვა ევროთასების პლეი ოფის ერთ ეტაპზე შვიდი გოლი.

* „ბაიერნი” და „ბარსელონა” მეოთხედფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. ბოლო სამ შემთხვევაში, როცა ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებოდნენ პლეი ოფში, ამ წყვილის გამარჯვებული ტურნირს იგებდა.

* „ჩელსი” ზედიზედ მეოთხედ გავარდა მერვედფინალში.

* ლევანდოვსკიმ „ჩელსის” წინააღმდეგ ორ მატჩში გატანილ შვიდივე გოლი მიიღო მონაწილეობა – სამი გოლი და ოთხი შედეგიანი პასი.

* ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე 66 გოლი დააგროვა და ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა. მასზე წინ არიან – რაული (71), მესი (115) და კრიშტიანო რონალდო (130).