ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ნიონში, უეფა-ს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის „დინამო“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის ჩემპიონს, რაზგრადის „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდება. თუ ბათუმელები ამ ბარიერს დაძლევენ, მეორე ეტაპზე მინსკის „დინამოსა“ და ერევნის „პიუნიკს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები:
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)/დინამო (ბათუმი, საქართველო) – დინამო (ბელარუსი)/პიუნიკი (სომხეთი)
აპოელ (კვიპროსი) – ორდაბასი (ყაზახეთი)/პეტროკუბი (მოლდოვა)
ფერენცვაროში (უნგრეთი) – ნიუ სეინტსი (უელსი)/დეშიცი (მონტენეგრო)
პაოკ (საბერძნეთი) – ბორაცი (ბოსნია)/ეგნატია (ალბანეთი)
ბოდო ლიმტი (ნირვეგია) – რფს (ლატვია)/ლარნე (ჩრდ. ირლანდია)
მალმიო (შვედეთი) – კლაკსვიკი (ფარერები)/ დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)
ვიკინგური (ისლანდია)/შამროკი (ირლანდია) – სპარტა (ჩეხეთი)
ბალკანი (კოსოვო)/სანტა კოლომა (ანდორა) – მიდტიულანდი (დანია)
ფლორა (ესტონეთი)/ცელიე (სლოვენია) – სლოვანი (სლოვაკეთი)/სტრუგა (მაკედონია)
პანევეჟისი (ლიეტუვა)/ჰელსინკი (ფინეთი) – იაგელონია (პოლონეთი)
ჰამრუნი (მალტა)/ლინკოლნი (გიბრალტარი) – ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
ვირტუსი (სან მარინო)/სტიაუა (რუმინეთი) – მაკაბი (თელ ავივი, ისრაელი)
ლუგანო (შვეიცარია) – ფენერბაჰჩე (თურქეთი)
დინამო (უკრაინა) – პარტიზანი (სერბეთი)