ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალი - პსჟ მეტოქის მოლოდინშია
ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალი - პსჟ მეტოქის მოლოდინშია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ მარტივად დაამარცხა „ლაიპციგი“ და ფინალის საგზური მოიპოვა.

პარიზული კლუბის მეტოქე დღეს, 19 აგვისტოს, გაირკვევა. სადაც მიუნხენის „ბაიერნი“ „ლიონს“ დაუპირისპირდება. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ფრანგულმა კლუბმა უკვე ორი სენსაცია მოახდინა და ჩამოიცილა „იუვენტუსი“ და „სიტი“, მაშინ სავარაუდოა, რომ დღესაც დაძაბულ ბრძოლას ვიხილავთ.

მატჩი თბილისის დროით ღამის 11 საათზე დაიწყება.

 

23:00 ლიონი – ბაიერნი

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ლიონი: ლოპესი, დენაიერი, მარსელო, მარკალი, დუბუა, კაქერე, გიმარაეში, აუარი, კორნე, დეპაი, დემბელე.

ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, დევისი, გორეცკა, ტიაგო, პერიშიჩი, მიულერი, გნაბრი, ლევანდოვსკი.

 

რუდი გარსია (ლიონის მწვრთნელი): „მადა გაგვეხსნა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოვხვდეთ. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია „ბაიერნზეც“, მაგრამ შევეცდებით მაქსიმალურად გამოვამჟღავნოთ ჩვენი თვისებები. მათ არ აქვთ სუსტი წერტილი, მაგრამ უნაკლო არცერთი გუნდია. თუ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ და ბურთს გავაკონტროლებთ, მაშინ წარმატებასაც მივაღწევთ. ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გვმართებს.“

ჰანს ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი): „აღფრთოვანებული ვარ ჩემი გუნდით, რადგან ვარჯიშის დროს ვინარჩუნებთ კარგ ატმოსფეროს, მაღალ ხარისხს და ინტენსივობას. წყნარად ვარ, რადგან ვიცი რომ ჩემი ფეხბურთელები ფოკუსირებულები არიან და აქვთ კარგი თვისებები. მაგრამ ვიცით, რომ ეს დუელი ერთშეხვედრიანია და მატჩი 0:0-დან დაიწყება. 90 წუთის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ ერთი და იგივე ტემპი, როგორც ბარსელონასთან შეხვედრაში.“