ჩემპიონთა ლიგის კლუბების მესამედი ვერ აკმაყოფილებს სახელფასო ლიმიტს, რომელსაც უეფა 2025 წლიდან შემოიღებს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე გუნდმა შეიძლება დაარღვიოს სახელფასო ლიმიტი, რომლის შემოღებასაც უეფა უახლოეს მომავალში აპირებს.
2025-26 წლების სეზონიდან მოყოლებული, უეფა-ს დანახარჯების კონტროლის წესის თანახმად, კლუბების ხარჯები მოთამაშეებისა და სამწვრთნელო შტაბის ხელფასებზე, ტრანსფერებსა და აგენტების ანაზღაურებაზე არ უნდა აღემატებოდეს საერთო შემოსავლის 70 პროცენტს. მიმდინარე სეზონში ეს ლიმიტი შეადგენს 90 პროცენტს, მომდევნო სეზონში შემცირდება 80 პროცენტამდე.
როგორც გამოცემა El Economista იტყობინება, ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბების მესამედი ვერ ეტევა 70-პროცენტიან ლიმიტში. მათ ეს სიტუაცია 2025-26 წლების სეზონამდე უნდა გამოასწორონ.
ასევე აღნიშნავენ, რომ პრემიერლიგის ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ მომენტისთვის აკმაყოფილებს ამ სტანდარტს, ლონდონის „არსენალია“.