ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ინტრიგები და სტატისტიკა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ინტრიგები და სტატისტიკა #1TVSPORT

სტამბოლში გაიმართა 2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა:

A ჯგუფი – აიაქსი, ლივერპული, ნაპოლი, რეინჯერსი.

B ჯგუფი – პორტუ, ატლეტიკო, ლევერკუზენი, ბრიუგე.

C ჯგუფი – ბაიერნი, ბარსელონა, ინტერი, პლზენი.

D ჯგუფი – აინტრახტი, ტოტენჰემი, სპორტინგი, მარსელი.

E ჯგუფი – მილანი, ჩელსი, ზალცბურგი, დინამო (ზ).

F ჯგუფი – რეალი, ლაიპციგი, შახტარი, სელტიკი.

G ჯგუფი – მანჩესტერ სიტი, სევილია, დორტმუნდი, კოპენჰაგენი.

H ჯგუფი – პარი სენ-ჟერმენი, იუვენტუსი, ბენფიკა, მაკაბი (ჰ).

 

* „სიკვდილის ჯგუფად“ მოინათლა C ქვეჯგუფი. მთავარი სიუჟეტი გასაგებია: რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენში ბრუნდება. არადა, პოლონელი სეზონის წინ ამბობდა: „მხოლოდ არა „ბაეირნი“. ეს ძალიან ადრე იქნება, ეს ჯგუფში არ უნდა მოხდეს“.

* ასევე თავის ყოფილ კლუბს შეხვდება კიდევ ერთი ვარსკვლავური ფორვარდი – ერლინგ ჰალანდი „სიტის“ მოთამაშის სტატუსით ეწვევა „დორტმუნდს“.

* „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ რვა საშინაო მატჩი მოუგო ჩემპიონთა ლიგაზე გერმანულ კლუბებს. ამ მატჩებში 39 გოლი (საშუალოდ – 4.88) გავიდა – 30 „სიტის“ ეკუთვნოდა, ცხრა – მის მეტოქეებს.

* „ჩელსისა“ და „მილანს“ შორის ბოლო სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მათი ბოლო დაპირისპირება 1999-2000 წლების სეზონში იყო.

* „ლივერპული“ პირველად შეხვდება „რეინჯერსს“ ოფიციალურ მატჩში. მერსისაიდელებს ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთხელ უთამაშიათ შოტლანდიური გუნდის წინააღმდეგ – 1980-81 წლების სეზონში ალექს ფერგიუსონის „აბერდინი“ 1/8 ფინალში ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხეს და შემდეგ ტიტული მოიპოვეს.

* მადრიდის „რეალი“ სამჯერ შეხვდა ჯგუფურ ეტაპზე „შახტარს“. ამ სამ სეზონში ესპანურმა კლუბმა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (2016, 2022) და ერთხელ ნახევარფინალამდე მიაღწია (2021).

* „ინტერს“ არასოდეს წაუგია „ბაიერნთან“ გასვლით მატჩში – სამი მოგება და ერთი ფრე.

* „იუვენტუსს“ ევროტურნირებზე რვამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს „პარი სენ-ჟერმენთან“ – +6=2-0. მათი ბოლო შეხვედრა 1997 წლის თებერვალში გაიმართა (ევროპის სუპერთასი).

* „აინტრახტი“ 62-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ამ ტურნირზე ორ მონაწილეობას შორის დროის ყველაზე დიდი პერიოდია.

შემდეგ მოდიან:

50 – სევილია

48 ტოტენჰემი

45 – ანორთოსისი

43 – მანჩესტერ სიტი

* „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ ზედიზედ მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე. წინა ოთხი მატჩიდან კატალონელებმა სამი წააგეს ბურთების შეფარდებით – 2:14 (2:8, 0:3, 0:3).

* „ბარსელონამ“ ევროტურნირებზე ბოლო 13 შეხვედრიდან მხოლოდ ორჯერ მოუგო „ბაიერნს“ – +2=0-9.