ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხეში ჯარიმა დაფიქსირდა [ვიდეო]

ლუქსემბურგის „დუდელანჟსა“ და უნგრეთის „ვიდეოტონს“ შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხეში ილეთი შესრულდა.

ლუქსემბურგული კლუბის ფეხბურთელმა ბრაიან მელისემ კუნგ ფუს ილეთი გამოიყენა და „ვიდეოტონის“ მოთამაშეს მატე პატკაის მუცელში ორი ფეხი ჩაარტყა. ეს უკანასკნელი ტრავმას გადაურჩა, მელისემ წითელი ბარათით დატოვა მოედანი.

„ვიდეოტონმა“ შინ მატჩი 2:1 მოიგო და ორი მატჩის ჯამში 3:2 გაიმარჯვა.

 

დატოვე კომენტარი