ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფრანგი მსაჯი დანიშნეს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფრანგი მსაჯი დანიშნეს #1TVSPORT

უეფა-მ 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი დანიშნა.

„რეალისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირების მთავარი არბიტრი იქნება ფრანგი კლემან ტურპენი. ამ სეზონში მან ლიგაზე შვიდი შეხვედრა იმსაჯა, მათ შორის, პირველი მეოთხედფინალი „ჩელსისა“ და „რეალს“ შორის. შარშან ტურპენი ევროპის ლიგის ფინალზე მუშაობდა.

ტურპენი პირველი ფრანგი მსაჯია 1986 წლის შემდეგ, ვინც ჩემპიონთა თასის ფინალს განსჯის. მაშინ გადამწყვეტ შეხვედრას უძღვებოდა მიშელ ვოტრო.

ფინალში ტურპენს დაეხმარებიან თანამემამულეები – ნიკოლა დანო და სირილ გრინგორი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს პარიზში „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება.