პორტუგალიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე პორტუს სტადიონი „დრაგაუ“ 33 პროცენტით შეივსება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეხვედრას 16 500 მაყურებელი დაესწრება, – იტყობინება უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
თითო ფინალისტს გამოყოფილი აქვს 6000 ბილეთი და ისინი კლუბებმა თავად გაყიდეს საკუთარ გულშემატკივრებში.
უეფამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ დაიწყო ბილეთების რეალიზაცია ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის. მათ შეეძლებათ 1700 ბილეთის შეძენა „ცოცხალი რიგის“ წესით. თითო ბილეთის ღირებულება 70-დან 600 ევრომდეა.
„მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 მაისს გაიმართება.