დრამა ამსტერდამ არენაზე - ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულს" „ტოტენჰემი" შეხვდება [ვიდეო]
2018-2019 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური ფინალი შედგება. ლონდონის „ტოტენჰემმა” დაახლოებით „ლივერპულის“ მსგავსი გმირობა ჩაიდინა და მანაც 0:3-ის შემდეგ შეძლო ფინალში გასვლა.
დე ლიხტისა და ზიეჩის გოლებით, „ტოტენჰემი“ 0:3 ანგარიშით (ორი მატჩის ჯამში) განმეორებითი შეხვედრის 35-ე წუთისთვის აგებდა.
მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში „ტოტენჰემმა” თავის სასარგებლოდ შემოატრიალა თამაში. ლუკაშ მოურამ ოთხი წუთის ინტერვალით ორი გოლი გაიტანა და ბრძოლას ინტრიგა დაუბრუნა. მანვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.
ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ შეხვდებიან ფინალში ინგლისური გუნდები – „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“. მატჩი პირველ ივნისს, მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შედგება.
აიაქსი-ტოტენჰემი 2:3 (1:0)
გოლები: 1:0 დე ლიგტი (5), 2:0 ზიეჩი (35), 2:1 ლუკაშ მოურა (55), 2:2 ლუკაშ მოურა (59), 2:3 ლუკაშ მოურა (90+5)
აიაქსი: ონანა – მაზრაუი, დე ლიგტი, ბლინდი, ტალიაფიკო – შიონე (60. ველტმანი), ვან დე ბეეკი (90. მაგალიანი), ფ. დე იონგი – ზიეჩი, ტადიჩი, დოლბერგი (67. სინკგრავენი).
ტოტენჰემი: ლორისი – ტრიპიერი (82. ლამელა), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი (82. დევისი) – სისოკო, ვანიამა (46. ლორენტე), ალი – ერიქსენი – ლუკაშ მოურა, სონი.