ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ფინალი პორტუგალიის ქალაქ პორტუში გაიმართება, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა Sky Sport-ის ჟურნალისტმა ანჯელო მანჯანტემ. ამ ინფორმაციას უახლოესი 24 საათის განმავლობაში დაადასტურებენ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც 29 მაისს უნდა გაიმართოს, სტამბოლიდან ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გადაიტანდნენ. თუმცა, ინგლისური პრესის მონაცემებით, უეფა-მ ვერ შეძლო ბრიტანეთის მთავრობასთან მოლაპარაკება კორონავირუსზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. უეფა-ს სურდა ფინალს VIP-პერსონები დასწრებოდნენ.