ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, „ბაიერნი“ პენალტებში ვარჯიშობს
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, „ბაიერნი“ პენალტებში ვარჯიშობს

მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზადებისას, დიდ ყურადღებას უთმობს პენალტების შესრულებას, – წერს გერმანული გამოცემა „ბილდი“.

გერმანიის ჩემპიონს სურს მზად იყოს იმ სიტუაციისთვის, როცა ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდება.

იტყობინებიან, რომ პენალტებს ნამდვილად შეასრულებენ რობერტ ლევანდოვსკი და თომას მიულერი. ასევე ამუშავებენ დარტყმებს ლეონ გორეტცკა, ივან პერიშიჩი, ჯოშუა კიმიხი და დავიდ ალაბა. რა თქმა უნდა, ამ მხრივ განსაკუთრებულ წვრთნას გადის მეკარე მანუელ ნოიერი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი კვირას, 23 აგვისტოს ლისაბონში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.