ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შესაძლოა, სტამბოლიდან პორტუგალიაში გადაიტანონ #1TVSPORT
PARIS, FRANCE - MAY 28: View of the UEFA Champions League trophy on the pitch following the UEFA Champions League final match between Liverpool FC and Real Madrid at Stade de France on May 28, 2022 in Paris, France. (Photo by Catherine Ivill/Getty Images)
2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შესაძლოა, სტამბოლში აღარ ჩატარდეს, – იტყობინება ინგლისური გაზეთი DailyMail-ი.
ცნობილი ხდება, რომ უეფა-მ არაოფიციალურად მიმართა პორტუგალიის მთავრობას მატჩის ამ ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქში გადატანაზე. ფინალს, შესაძლოა, პორტუმ ან ლისაბონმა უმასპინძლოს.
ფინალის მასპინძელი ქალაქის შეცვლის მიზეზი შეიძლება გახდეს თურქეთის პრეზიდენტის არჩევნები. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 პროცენტით ჩამორჩება მთავარ კონკურენტს – ქემალ ქილიჩდაროღლუს.
უეფა-ს ხელმძღვანელები შიშობენ, რომ თურქეთში მთავრობის შეცვლამ, შესაძლოა, მასობრივი არეულობები გამოიწვიოს. არჩევნები 14 მაისს არის დანიშნული, მეორე ტური (თუ რომელიმე კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50 პროცენტს) – 28 მაისს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი 10 ივნისს გაიმართება.