„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მეცამეტედ მოიგო [ვიდეო]

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოქმედმა ჩემპიონმა მადრიდის „რეალმა“ გაიმარჯვა. მან ანგარიშით 3:1 სძლია „ლივერპულს“.

დღევანდელ გამარჯვებამდე, „რეალს“ ტურნირი 12-ჯერ ჰქონდა მოგებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება ინგლისურ კლუბს, „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ბოლოს 2005 წელს გახდა, როდესაც მერისაიდელებმა კარლო ანჩელოტის „მილანი“ დრამატულ თამაშში დაამარცხეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. ფინალური შეხვედრა პირველმა არხმა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზათ.