„ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი ჩემპიონთა ლიგის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი იყო 2018-19 წლების სეზონში, – იტყობინება საფეხბურთო პორტალი „სქუავკა“ (Squawka).
„ბარსელონას“ წინააღმდეგ პირველ ნახევარფინალურ მატჩში (0:3), ჰოლანდიელმა მეტოქის საჯარიმოდან საკუთარი საჯარიმოსკენ გარბენისას დაუჯერებელი სიჩქარე განავითარა – 34.5 კმ/სთ. 28 წლის ფეხბურთელის სიმაღლე 193 სანტიმეტრია, წონა – 92 კილოგრამი.
პირველ ხუთეულში მოხვდნენ: „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ლეროი სანე (34,4 კმ/წმ), „ტოტენჰემის“ მცველი კაილ უოკერი (34,2 კმ/სთ), „რეალის“ ნახევარმცველი გარეტ ბეილი (33,8 კმ/სთ) და „შალკეს“ ფორვარდი ბრილ ემბოლო (33,5 კმ/სთ), რომელიც ამ სეზონიდან „გლადბახში“ თამაშობს.