ბელგიური „გენკის“ ფეხბურთელი მაარტენ ვანდერვოორდტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტო შემადგენლობაში უთამაშია. 17 წლისა და 287 დღის ასაკში ის მწვრთნელმა „ნაპოლის“ წინააღმდეგ მატჩში გამოიყვანა მოედანზე.
აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა „ბენფიკას“ გოლკიპერ მილე სვილარს, რომელმაც 2017 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ 18 წლისა და 52 დღის ასაკში ითამაშა.
რაც შეეხება ვანდერვოორდტს, „ნაპოლისთან“ მატჩამდე ის ორჯერ დასახელდა სასტარტო შემადგენლობაში ჯერ ბელგიის ჩემპიონატის, შემდეგ კი თასის მატჩში.