ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მერვედფინალისტი ცნობილია - ინგლისს და გერმანიას პლეი ოფში 4-4 გუნდი ჰყავთ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და გაირკვა ყველა მერვედფინალისტი.
პირველი ადგილიდან გავიდნენ პლეი ოფში და წილიყრისას განთესილები იქნებიან: „ჩელსი“, „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბენფიკა“, „ნაპოლი“, „პორტუ“, „ბაიერნი“, „ტოტენჰემი“.
ჯგუფებში მეორეადგილოსნები: „მილანი“, „ლაიპციგი“, „დორტმუნდი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ლივერპული“, „ბრიუგე“, „ინტერი“, „აინტრახტი“.
ზედიზედ მეორედ ოთხი გუნდი ეყოლება პლეი ოფში ინგლისს. ასევე ოთხი გუნდით იქნება წარმოდგენილი მერვედფინალში გერმანია, ოღონდ ამ ქვეყანას ასპროცენტიანი მაჩვენებელი არ აქვს – ტურნირი ბუნდესლიგის ხუთმა გუნდმა დაიწყო და ოთხი გავიდა პლეი ოფში.
ერთადერთი დანაკლისი აქვს იტალიას – ვერ გავიდა „იუვენტუსი“ და სერია A მერვედფინალში სამი გუნდით იქნება წარმოდგენილი.
მთავარი იმედგაცრუება გახდა ესპანეთი – ჯგუფიდან მხოლოდ „რეალი“ გავიდა. ასევე ერთი გუნდი გაიყვანა მერვედფინალში საფრანგეთმა.
არა TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან პლეი ოფში სამი გუნდია – პორტუგალიური „ბენფიკა“ და „პორტუ“, აგრეთვე, ბელგიური „ბრიუგე“.
1/8 ფინალის წილისყრა 7 ნოემბერს გაიმართება.