ჩემპიონთა ლიგაზე შერმადინის „ტენერიფემ“ მაკფადენისა და ანდრონიკაშვილის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გაიარეს პირველი ჯგუფური ეტაპი გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“და მაკფადენი-ანდრონიკაშვილის „მურსიამ“. ეს ესპანური გუნდები მეორე ეტაპზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ და პირველივე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი კანარის კუნძულებზე გაიმართა და „ტენერიფეს“ გამარჯვებით დასრულდა – 85:65.
შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მისი სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 26 წუთი, 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.
„მურსიაში“ მოთამაშე საქართველოს ნაკრების ორივე წევრმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. მაკფადენმა 15 წუთში 2-2 ქულა-პასი მოაგროვა. ანდრონიკაშვილმა 5 წუთში 2 პასი და 1 მოხსნა ჩაიწერა.
ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს „ტენერიფე“ 1 თებერვალს თურქეთში „დარუშაფაკას“ წინააღმდეგ გამართავს, „მურსია“ 31 იანვარს ესპანურ „ბილბაოს“ უმასპინძლებს.