შვეიცარიაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჯგუფური ეტაპიდან გასულმა 16 გუნდმა რვა წყვილი ჩამოაყალიბა.
გუნდები ორ კალათად იყვნენ გაყოფილნი: განთესილებში ჯგუფების გამარჯვებულები და განუთესავებში – მეორეადგილოსნები. წინასწარ დაწესებული შეზღუდვის მიხედვით, ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ ერთი ქვეყნის გუნდები, აგრეთვე, ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში მყოფი გუნდები.
წილისყრის შედეგად მერვედფინალური წყვილები ასე დაკომპლექტდა:
გლადბახი – მანჩესტერ სიტი
ლაციო – ბაიერნი
ატლეტიკო – ჩელსი
ლაიპციგი – ლივერპული
პორტუ – იუვენტუსი
ბარსელონა – პარი სენ-ჟერმენი
სევილია – დორტმუნდი
ატალანტა – რეალი
პირველი მატჩები 2021 წლის 16, 17, 23 და 24 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი – 9, 10, 16 და 17 მარტს.