ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა
ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა

ფაქტები:

  • „რომამ” ზედიზედ 31-ე გასვლით მატჩში გაუშვა მინიმუმ ერთი გოლი.
  • „რომამ” ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო სტუმრად ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.
  • იკერ კასილიასს ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული ჩემპიოთა ლიგაზე – 101. 100 შეხვედრა მოიგო კრიშტიანუ რონალდუმ.
  • მუსა მარეგამ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა გოლი.

პორტუ-რომა 3:1 დდ (1:2)
გოლები: 1:0 სოარეში (26), 1:1 დე როსი (37-პენ), 2:1 მარეგა (52)
პორტუ: კასილიასი – მილიტაო (103. მაქსი პერეირა), ფელიპე, პეპე, ტელიესი – ოტავიო (94. ერნანი), ერერა, დანილო პერეირა, კორონა (69. ბრაჰიმი) – მარეგა, სოარეში (78. ფერნანდო).
რომა: ოლსენი – მარკანო (77. კრისტანტე), მანოლასი, ჟეზუში – კარსდორპი (55. ფლორენცი), ნზონზი, დე როსი (45+1. ლორ. პელეგრინი/96. შიკი), კოლაროვი – ძანიოლო, პეროტი – ჯეკო.

ფაქტები:

  • მარკუს რეშფორდმა პირველად შეასრულა პენალტი „მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ მატჩებში.
  • „მანჩესტერ იუნიტედი” პირველი გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლო პირველ მატჩში შინ ორ ან მეტი ბურთის წაგების შემდეგ.
  • „მანჩესტერი” ყველა ტურნირზე ზედიზედ 21 გასვლითი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ბოლოს ასეთი სერია გუნდს 1956-57 წლებში ჰქონდა.
  • „მანჩესტერმა” 2011 წლის შემდეგ პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში ერთზე მეტი გოლი.
  • კილიან მბაპე ხუთი შედეგიანი პასით ამ სეზონის ლიდერია.

პსჟ-მანჩესტერ იუნ 1:3 (2:0)
გოლები: 0:1 ლუკაკუ (2), 1:1 ბერნატი (12), 1:2 ლუკაკუ (30), 1:3 რაშფორდი (90+4-პენ)
პსჟ: ბუფონი – კერერი (70. პარედესი), ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი – ვერატი, მარკინიოსი – დანი ალვეში (90+5. კავანი), დრაქსლერი (70. მენიე), დი მარია – მბაპე.
მანჩესტერი: დე ხეა – ლინდელიოფი, ბაილი (36. დალოტი), სმოლინგი, შოუ – იანგი (87. გრინვუდი), მაკტომინი, ფრედი – ანდრეას პერეირა (80. ჩონგი), რაშფორდი, ლუკაკუ.