ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები დაწყვილდნენ
ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა დასრულდა. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” მოლდოვას “შერიფს” დაუპირისპირდება.

დანარჩენი გუნდები:

“შკენდია” (მაკედონია) – “ნიუ საინთსი” (უელსი)
“სუდუვა” (ლიეტუვა) – “აპოელი” (კვიპროსი)
“ოლიმპია” (სლოვენია) – “ყარაბახი” (აზერბაიჯანი)
“დუდელანჟი” (ლუქსემბურგი) – “ვიდეოტონი” (უნგრეთი)
“სანტა კოლომნა” (ანდორა)/ “დრიტა” (კოსოვო) წყვილში გამარჯვებული – “მალმიო” (შვედეთი)
“ჰელსინკი” (ფინეთი) – “ვიკინგური” (ფარერები)
“ლუდოგორეცი” (ბულგარეთი) – “კრუზეიდერსი” (ჩრდ. ირლანდია)
“კორკ სიტი” (ირლანდია) – “ლეგია” (პოლონეთი)
“ვალერი” (ისლანდია) – “როსენბორგი” (ნორვეგია)
“კუკეში” (ალბანეთი) – “ვალეტა” (მალტა)
“ფლორა” (ესტონეთი) – “ბერ-შევა” (ისრაელი)
“სპარტაკი” (ლატვია) – “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი)
“ალაშკერტი” (სომხეთი) – “სელტიკი” (შოტლანდია)
“სპარტაკი” (სლოვაკეთი) – “ზრინსკი” (ბოსნია)
“ასტანა” (ყაზახეთი) – “სუტესკა” (ჩერნოგორია)

პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები 10/11 და 17/18 ივლისს გაიმართება. პირველი შეხვედრები პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე ჩატარდება.