ჩემპიონთა ლიგაზე გაირკვა ყველა მერვედფინალისტი - 16-დან 15 გუნდი ტოპ5 ქვეყნების ჩემპიონატებს წარმოადგენს
ჩემპიონთა ლიგაზე გაირკვა ყველა მერვედფინალისტი - 16-დან 15 გუნდი ტოპ5 ქვეყნების ჩემპიონატებს წარმოადგენს

ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და გაირკვა ყველა მერვედფინალისტი.

ჯგუფში პირველი ადგილები დაიკავეს და წილისყრისას განთესილები იქნებიან: „ჩელსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „იუვენტუსი“, „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.

ქვეჯგუფებში მეორე ადგილებზე გავიდნენ: „პორტუ“, „სევილია“, „ბარსელონა“, „ლაციო“, „ლაიპციგი“, „ატალანტა“, „ატლეტიკო“ და „გლადბახი“.

აღსანიშნავია, რომ 16 მერვედფინალისტიდან 15 წარმოადგენს TOP5 ქვეყნების ჩემპიონატს. გამონაკლისია პორტუგალიის „პორტუ“.

ოთხ-ოთხი გუნდი გაიყვანეს მერვედფინალში ესპანეთმა და გერმანიამ.

სამ-სამი გუნდი ეყოლებათ ინგლისსა და იტალიას: მათ თითო წარმომადგენელი დაკარგეს – „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპის ლიგაზე გადავიდა, „ინტერმა“ კი თავის ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ერთი გუნდი ჰყავს მეოთხედფინალში საფრანგეთს.

მერვედფინალის წილისყრა ორშაბათს, 14 დეკემბერს გაიმართება.