ჩემპიონთა ლიგაზე (ჩემპიონთა თასზე) ყველაზე მეტი გოლი გერმანელ ფეხბურთელებს აქვთ გატანილი
ერთ-ერთმა სტატისტიკურმა პორტალმა შეადგინა ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) გათამაშებებში გატანილი გოლების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით.
ამ რეიტინგის ულაპარაკო ლიდერია გერმანია – ამ ქვეყნის ფეხბურთელებს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ყველა მეტი – 1171 გოლი აქვთ გატანილი. ამ კლასიფიკაციაში გერმანიამ ლიდერობა 1959-1960 წლების სეზონზე მოიპოვა და მას შემდეგ, პირველი ადგილი არცერთი ქვეყნისთვის არ დაუთმია.
საინტერესოა, რომ მესამე ადგილზე მყოფმა ბრაზილიამ ტოპ-ათეულში მხოლოდ 1999 წელს შეაღწია.
1. გერმანია – 1171 გოლი
2. ესპანეთი – 1086
3. ბრაზილია – 1007
4. საფრანგეთი – 923
5. ჰოლანდია – 811
6. ინგლისი – 717
7. იტალია – 690
8. პორტუგალია – 653
9. არგენტინა – 632
10. შოტლანდია – 446
11. შვედეთი – 350
12. ბელგია – 334
13. უნგრეთი – 328
14. სერბეთი – 321
15. დანია – 300