ჩემპიონთა ლიგაში ორი ქართველი ბომბარდირია - ერთი ლანჩხუთელია, მეორე მადრიდის „ატელეტიკოში“ თამაშობდა
ჩემპიონთა ლიგაში ორი ქართველი ბომბარდირია - ერთი ლანჩხუთელია, მეორე მადრიდის „ატელეტიკოში“ თამაშობდა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში საქართველოს ჩემპიონი, „ლანჩხუთი“ შვედურ „როსენგარდს“ შეხვდება.

ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო გუნდში მოხვედრამდე სამი გოლი გაიტანა და სამივე გოლი ხატია ჭყონიას ანგარიშზეა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ყაზახეთის ძლიერ კლუბ, „ოკჟეტპესთან“ დუბლი შეასრულა (62, 95 წუთებზე) და „ლანჩხუთმა“ მეტოქე 2:1 დაამარცხა. მისი ერთადერთი გოლი გამოდგა გადამწყვეტი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონ „ოლიმპია კლუჟთან“ გასვლით მატჩშიც 1:0.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ თამაშში გატანილი 3 გოლით „ლანჩხუთისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბობარდირთა შორისაა. სიას 4-4 გატანილი გოლებით ლიდერობენ სერბი ვიოლეტა სლოვიჩი („სუბოტიცა“) და  ხარკოვის „ჟიტლობუდ 2“-ის ფეხბურთელი, ქართველი ნათია ფანცულაია.

ეს გოგონა უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის ნაკრებში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. 2019 წელს მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობდა. კარიერა უკრაინულ გუნდებში დაიწყო და 2018 წელს თურქულ ALG Spor-ში ჩაირიცხა. მადრიდის „ატლეტიკოში” კი 2019 წლიდან გადავიდა, მაგრამ მალე კონტრაქტი გაწყვიტა და თურქეთში დაბრუნდა, ხოლო 2020 წლიდან უკრაინაში თამაშობს.

 

დატოვე კომენტარი