ჩემპიონთა ლიგა. VI ტური - G ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური - G ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები:

* „ბენფიკამ“ ბოლო 13 წელიწადში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე.

* მემფის დეპაი პირველი ფეხბურთელია „ლიონის“ ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ხუთ მატჩში გაიტანა გოლი.

ბენფიკა-ზენიტი 3:0

გოლები: 1:0 ჩერვი (47), 2:0 პიცი (58-პენ), 3:0 აზმუნი (80-საკ. კარში)

ბენფიკა (4-4-2): ვლახოდიმოსი – ტავარეში, დიასი, ფერო, გრიმალდო – პიცი, ტაარაბტი, გაბრიელი (81. სამარისი), ჩერვი (81. სეფეროვიჩი) – ჩიკინიო, კარლოს ვინისიუში (89. კაიო).

ზენიტი (3-5-2): კერჟაკოვი – ოსორიო, ივანოვიჩი, სანტოსი – კარავაევი, ერიოხინი (65. სუტორმინი), ბარიოსი, ოზდოევი (60. სმოლნიკოვი), შატოვი (89. მაკი) – ძიუბა, აზმუნი.

გაძევება: სანტოსი (56. ზენიტი)

ლიონი-ლაიპციგი 2:2

გოლები: 0:1 ფორსბერგი (9-პენ), 0:2 ვერნერი (33), 1:2 აუარი (50), 2:2 დეპაი (82)

ლიონი (4-2-3-1): ლოპესი – ტეტე, ანდერსენი, დენაიერი, რაფაელი (73. მარკალი) – მენდეში, ტუსარი (64. რენე-ადელაიდე) – ტერიერი (87. მარსელო), დეპაი, აუარი, მ. დემბელე.

ლაიპციგი (4-4-2): გულაში – მუკიელე, კლოსტერმანი, უპამეკანო (55. ამპადუ), სარაკი – ნკუნკუ (75. ლაიმერი), ჰაიდარა, დემე, ფორსბერგი – პოულსენი, ვერნერი (55. კუნია).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლაიპციგი 6 3 2 1 10:8 11

2. ლიონი 6 2 2 2 9:8 8

3. ბენფიკა 6 2 1 3 10:11 7

4. ზენიტი 6 2 1 3 7:9 7