ჩემპიონთა ლიგა. VI ტური - E ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური - E ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები:

* იურგენ კლოპის მეთაურობით „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ზედიზედ მესამე გავიდა.

* „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 11 გასვლით მატჩში პირველად შეინახა კარი „მშრალად“. მანამდე ჩატარებულ 10 მატჩში გუნდმა 18 გოლი გაუშვა.

* კლუბში მისვლიდან დღემდე, მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ 27 გოლში (19 გოლი+8 გადაცემა) მიიღო მონაწილეობა. ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვს მხოლოდ ლიონელ მესის.

* „გენკის“ კარს იცავდა მაარტენ ვანდევოორდტი. 17 წლისა და 287 დღის ასაკში ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა. მან გააუმჯობესა მილე სვილარას რეკორდი, რომელსაც 2017 წლის ოქტომბერში 18 წლისა და 52 დღის ასაკში ჰქონდა დებიუტი „ბენფიკაში“.

* 4:0 – „ნაპოლის“ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა ჩემპიონთა ლიგაზე.

* კარლო ანჩელოტი 28 მატჩია შინ არ მარცხდება ჩემპიონთა ლიგაზე (25 მოგება, 3 ფრე). იტალიელის სერია 2006 წლიდან იღებს სათავეს.

ზალცბურგი-ლივერპული 0:2

გოლები: 0:1 კეიტა (57), 0:2 სალაჰი (58)

ზალცბურგი: სტანკოვიჩი – კრისტენსენი, ონგენე, ვობერი, ულმერი – სობოშლაი (89. აშიმერუ), იუნუზოვიჩი (68. დაკა), მვეპუ – მინამინო – ჰვანგი, ჰაალანდი (75. ოკუგავა).

ლივერპული: ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი (53. გომესი), ვან დეიკი, რობერტსონი – ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კეიტა (87. ორიჯი) – სალაჰი, მანე, ფირმინო (75. მილნერი).

ნაპოლი-გენკი 4:0

გოლები: 1:0 მილიკი (3), 2:0 მილიკი (26), 3:0 მილიკი (38-პენ), 4:0 მერტენსი (75-პენ)

ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, კულიბალი, მანოლასი, მარიო რუი – კალიეხონი (79. ლორენტე), ალანი, რუისი, ზელინსკი (72. გაეტანო) – მერტენსი, მილიკი (78. ლოსანო).

გენკი: ვანდევოორდტი – მელე, დევასტი, ლუკუმი, დე ნორე (82. ნეტო) – ჰროსოვსკი, ბერგე, იტო (72. ჰაჯი) – პენტსილი, ონუაჩუ, სამატა (63. ბონგონდა).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლივერპული 6 4 1 1 13:8 13

2. ნაპოლი 6 3 3 0 11:4 12

3. ზალცბურგი 6 2 1 3 16:13 7

4. გენკი 6 0 1 5 5:20 1