ჩემპიონთა ლიგა. V ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა. V ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ფაქტები:
* ჰარი კეინს ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლის გასატანად სულ 24 მატჩი დასჭირდა. წინა რეკორდი ალესანდრო დელ პიეროს ეკუთვნოდა, რომელმაც 20 გოლს 26 მატჩი მოანდომა.
* ჟოზე მოურინიომ პირველად გადაარჩინა მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 0:2-დან. მანამდე, პორტუგალიელს ამ ანგარიშის შემდეგ 13-დან 13 წაგება ჰქონდა.
* ოლიმპიაკოსი ვერ იგებს ზედიზედ 13 თამაშია (+0=3-10). ამ სერიისას გუნდმა 34 გოლი გაუშვა.
* რობერტ ლევანდოვსკიმ თომას მიულერს გაუსწრო და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია ჩემპიონთა ლიგაზე.
* ლევანდოვსკის 15 წუთი დასჭირდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პოკერის შესასრულებლად. იგივე რეკორდი ეკუთვნის მას ბუნდესლიგაში.
* ცრვენა ზვეზდამ შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, 36 გოლი გაუშვა ჩემპიონთა ლიგაზე – ეს ტურნირის ანტირეკორდია.
ცრვენა ზვეზდა-ბაიერნი 0:6
გოლები: 0:1 გორეტცკა (14), 0:2 ლევანდოვსკი (53), 0:3 ლევანდოვსკი (60), 0:4 ლევანდოვსკი (64), 0:5 ლევანდოვსკი (68), 0:6 ტოლისო (90)
ცრვენა ზვეზდა (4-2-3-1): ბორიანი – გობელიჩი, დეგენეკი, მულინოვიჩი, როდიჩი – კანიასი (61. ვულიჩი), პეტროვიჩი (76. ივანიჩი) – ვუკანოვიჩი, მარინი, გარსია (69. პანკოვი) – ბოაკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – პავარი, მარტინესი (68. კიმიხი), ბოატენგი, დევისი – ალკანტარა, გორეტცკა – ტოლისო, კოუტინიო (61. პერიშიჩი), კომანი – ლევანდოვსკი (77. მიულერი).
ტოტენჰემი-ოლიმპიაკოსი 4:2
გოლები: 0:1 ელ არაბი (6), 0:2 სემედუ (19), 1:2 ალი (45+1), 2:2 კეინი (50), 3:2 ორიე (73), 4:2 კეინი (77)
ტოტენჰემი (4-2-3-1): გასანიგა – ორიე, სანჩესი, ალდერვეირელდი, როუზი – დაიერი (29. ერიქსენი), უინქსი – ლუკას მოურა (61. სისოკო), ალი (83. ნდომბელე), სონი – კეინი.
ოლიმპიაკოსი (4-3-3): ჟოზე სა – ელაბდელაუი, სემედუ, მერია, ციმიკასი – კამარა, გილერმე, ბუჩალაკისი (74. ვალბუენა) – პოდენსი (78. რანჯელოვიჩი), მასურასი, ელ არაბი (85. გერერო).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 5 5 0 0 21:4 15
2. ტოტენჰემი 5 3 1 1 17:11 10
3. ცრ. ზვეზდა 5 1 0 4 3:19 3
4. ოლიმპიაკოსი 5 0 1 4 7:14 1
დატოვე კომენტარი