ჩემპიონთა ლიგა თბილისში - ამპუტანტი ფეხბურთელები პირველად პრიზს საქართველოში გაითამაშებენ
ჩემპიონთა ლიგა თბილისში - ამპუტანტი ფეხბურთელები პირველად პრიზს საქართველოში გაითამაშებენ

25-26 მაისს, ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშება ჩატარდება. ტურნირს თბილისი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს.

საუკეთესოს ტიტულისთვის კონტინენტის ექვსი კლუბი იბრძოლებს. პირველი გათამაშების მონაწილე გუნდები: „თბილისი“ (საქართველო), „ევერტონი“ (დიდი ბრიტანეთი), „კორკ სიტი“ (ირლანდია), „ლეგია ვარშავა“ (პოლონეთი), „ორტოტეკ გაზილერი“ (თურქეთი), „დინამო ალტაი“ (რუსეთი).

ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშება, ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ტურნირის სრული განრიგი:

25 მაისი

10:00 გახსნის ოფიციალური ცერემონია

10:30 თბილისი – დინამო ალტაი
11:45 ევერტონი – ლეგია
13:45 დინამო ალტაიკორკ სიტი
15:00 ლეგია – ორტოტეკ გაზილერი
17:00 თბილისი – კორკ სიტი
18:15 ევერტონიორტოტეკ გაზილერი

26 მაისი

10:00 პირველი ნახევარფინალი
11:30 მეორე ნახევარფინალი
13:00 მატჩი მეხუთე ადგილისთვის
14:30 მატჩი მესამე ადგილისთვის
16:00 ყველა ვარსკვლავის მატჩი
17:00 ფინალი
18:15 დახურვის ცერემონია.

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს წარმომადგენელი „თბილისი“ ტურნირის დაწყებამდე 23 მაისს, 17:00 საათზე, მზიურის სტადიონზე ღია ვარჯიშს გამართავს. რაც შეეხება ტურნირს, მატჩებზე დასწრება თავისუფალია. თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე იხილავთ.