ჩემპიონთა ლიგა - „რეალმა“ „იტიჰადზე“ პირველად მოიგო და მერვედფინალს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა - „რეალმა“ „იტიჰადზე“ პირველად მოიგო და მერვედფინალს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* კილიან მბაპეს 24 გოლი აქვს „რეალში“ 36 მატჩში.

* მბაპემ 52-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. მან გაასწრო ტიერი ანრის და ტურნირის ისტორიაში მეორე ფრანგი ბომბარდირია ქარიმ ბენზემას შემდეგ.

* ერლინგ ჰალანდს ჩემპიონთა ლიგაზე 48 მატჩში 49 გოლი დაუგროვდა. მან გაუსწრო ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ანდრეი შევჩენკოს და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-10 ადგილზეა.

* ჰალანდმა პირველად გაუტანა „რეალს“. ამისთვის ნორვეგიელს ხუთი მატჩი დასჭირდა.

* „რეალს“ პირველ ტაიმში ცხრა დარტყმა ჰქონდა – უფრო მეტი, ვიდრე „სიტისთან“ შარშანდელ ორმატჩიან მეოთხედფინალში (8).

* „რეალმა“ შეწყვიტა „სიტისთან“ სტუმრად 6-მატჩიანი მოუგებელი სერია. მანამდე „იტიჰადზე“ იყო სამი ფრე და სამი წაგება.

* „სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ექვს მატჩში ოთხი წაგება აქვს.

 

მანჩესტერ სიტი-რეალი              2:3

გოლები: 1:0 ჰალანდი (19), 1:1 მბაპე (60), 2:1 ჰალანდი (80-პენ), 2:2 ბრაიმ დიასი (86), 2:3 ბელინგემი (90+2)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, გვარდიოლი, აკე (კოვაჩიჩი, 61), რუბენ დიაში, აკანჯი (ლუისი, 46), სტოუნზი, გრილიში (ფოდენი, 30), ბერნარდო სილვა, დე ბრუინი (84. გიუნდოგანი), სავიო (84. მარმუში), ჰალანდი.

რეალი: კურტუა, მენდი, ასენსიო, ჩუამენი, ვალვერდე, ბელინგემი, სებალიოსი (81. მოდრიჩი), კამავინგა, როდრიგო (84. ბრაიმ დიასი), ვინისიუსი, მბაპე (90+2. ფრან გარსია).