ჩემპიონთა ლიგა | რაფაელ ლეაო - „მილანი“ ბოლომდე იბრძოლებს #1TVSPORT
„მილანის“ თავდამსხმელმა, რაფაელ ლეაომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიზანი ჩემპიონობაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 აპრილს „მილანი“ „ნაპოლის“ ესტუმრა და 1:1 ითამაშა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მილანელებმა მოიპოვეს.
„ვიცი, რომ მატჩის ბედის გადაწყვეტა შემიძლია. თუ მე თვითონ ვერ გამაქვს, ამას ჩემი თანაგუნდელები აკეთებენ. ბედნიერი ვარ, რომ „მილანის“ ფორმა მაცვია და აქ ვთამაშობ. კლუბში მომუშავე თითოეული ადამიანის მიმართ დიდ მადლიერებას ვგრძნობ, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვხატავ.
გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში კარგად ვითამაშე და ახლა მსურს, იგივე ჩემპიონთა ლიგაზეც გავაკეთო. „მილანის“ ყველა მოთამაშე ჩემპიონობაზე ვოცნებობთ, ეს ჩვენი მიზანია და ამ მიზნისკენ დიდი ნაბიჯი უკვე გადაგმული გვაქვს. „მილანი“ ბოლომდე იბრძოლებს“, – განაცხადა რაფელ ლეაომ.