ჩემპიონთა ლიგა - პირველი დღის ციფრები
ჩემპიონთა ლიგა - პირველი დღის ციფრები

ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო დღის შემდეგ, რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური ფაქტი დაფიქსირდა –

8 – ლიონელ მესის რვა ჰეთ-თრიკი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე, რაც აბსოლუტური რეკორდია.

3 – „ტოტენჰემმა“ ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი წააგო, რაც არასოდეს მომხდარა მაურისიო პოჩეტინოს მწვრთნელობისას. უფრო ზუსტად, პირველად 2014 წლის შემდეგ, როცა გუნდს ტიმ შერვუდი ავარჯიშებდა.

7 – დორტმუნდელი ჯეიდონ სანჩო მხოლოდ მეშვიდე ინგლისელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი არაინგლისური გუნდის შემადგენლობაში ჰქონდა.

20 – „პორტუს“ მეკარე იკერ კასილიასი პირველი მოთამაშეა, ვისაც ჩემპიონთა ლიგის 20 გათამაშებაში მიუღია მონაწილეობა.

923 – ამდენი წუთი არ ჰქონდა გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოს“ ფორვარდს დიეგო კოშტას. ეს სერია 2016 წლის მარტიდან იწყებოდა.

6 – „ლივერპულმა“ პირველად 1961 წლის შემდეგ, მოიგო სეზონის სტარტზე ზედიზედ ექვსი ოფიციალური მატჩი.

7 – ხოსე კალიეხონმა შვიდი საგოლე მომენტი შექმნა და ეს „ნაპოლის“ საკლუბო რეკორდია. მაგრამ „ცრვენა ზვეზდასთან“ მატჩი 0:0 დასრულდა.

0 – „ლოკომოტივს“ არასოდეს მოუგია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში – 1 ფრე და 3 წაგება.