ჩემპიონთა ლიგა: მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

15:14, 16.03.2018
The Champions League trophy is displayed prior to the draw for the round of 16 of the UEFA Champions League football tournament at the UEFA headquarters in Nyon on December 11, 2017. / AFP PHOTO / Fabrice COFFRINI        (Photo credit should read FABRICE COFFRINI/AFP/Getty Images)

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც ესპანეთის, ინგლისის, გერმანიისა და იტალიის რვა გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის შარშანდელი გამარჯვებული მადრიდის ‘რეალი’ და ფინალისტი – ტურინის ‘იუვენტუსი’. კენჭისყრა შეზღუდვების გარეშე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  მაღალი იყო ერთი და იმავე ქვეყნის გუნდების ერთმანეთთან დაპირისპირების ალბათობა.

შედეგად ასეთი წყვილები მივიღეთ:

ბარსელონა – რომა
სევილია – ბაიერნი
იუვენტუსი – რეალ მადრიდი
ლივერპული – მანჩესტერ სიტი

პირველი მატჩები წყვილებში პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე 3 და 4 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი ერთი კვირის თავზე – 10 და 11 აპრილს.

მსგავსი