შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც ესპანეთის, ინგლისის, გერმანიისა და იტალიის რვა გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის შარშანდელი გამარჯვებული მადრიდის ‘რეალი’ და ფინალისტი – ტურინის ‘იუვენტუსი’. კენჭისყრა შეზღუდვების გარეშე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი იყო ერთი და იმავე ქვეყნის გუნდების ერთმანეთთან დაპირისპირების ალბათობა.
შედეგად ასეთი წყვილები მივიღეთ:
ბარსელონა – რომა
სევილია – ბაიერნი
იუვენტუსი – რეალ მადრიდი
ლივერპული – მანჩესტერ სიტი
პირველი მატჩები წყვილებში პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე 3 და 4 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი ერთი კვირის თავზე – 10 და 11 აპრილს.