ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური - C ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური - C ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* სებასტიან ალემ სადებიუტო ჩემპიონთა ლიგაზე სამ მატჩში ექვსი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

* ალე მეორე ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც პირველ სამ ტურში ექვსი გოლი გაიტანა. პირველი იყო პატრიკ კლუივერტი.

* რემკო პასვერი პირველი მეკარე გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ერლინგ ჰალანდის სამი დარტყმა მოიგერია.

* „აიაქსმა“ 1973 წლის შემდეგ პირველად მოუგო გერმანულ გუნდს ოთხი ბურთის სხვაობით.

 

ბეშიქთაში-სპორტინგი           1:4

გოლები: 0:1 კოატესი (15), 1:1 ლარინი (24), 1:2 კოატესი (27), 1:3 სარაბია (44), 1:4 პაულინიო (89)

ბეშიქთაში (4-1-4-1): ერსინ დესტანოღლუ – როსიე, ველინტონი, ვიდა, ნ’საკალა – ჟოზეფი – ღეზალი – ალექს ტეიშეირა (80. ქენან ქარამანი), პიანიჩი, ლარინი (73. გიოქჰან ტორე) – ბატშუაი.

სპორტინგი (3-4-3): ადანი – ინასიო, კოატესი, ფედალი (90+1. ლუიშ ნეტუ) – პორო, მატეუში (90+2. ბრაგანსა), პალინია, რეისი (73. ესგაიო) – სარაბია (84. ტომაში), პაულინიო, პედრო გონკალვეში (90+2. სანტუში).

აიაქსი-დორტმუნდი    4:0

გოლები: 1:0 როისი (11-საკ. კარში), 2:0 ბლინდი (25), 3:0 ანტონი (57), 4:0 ალე (72)

აიაქსი (4-3-3): პასვეერი – მაზრაუი (83. რენში), ტიმბერი, ლ. მარტინესი, ბლინდი – ალვარესი, ბერგჰუისი (69. კლაასენი), გრავენბერხი – ანტონი (76. ნერეში), ალე (83. დარამი), ტადიჩი.

დორტმუნდი (4-3-3): კობელი – მონიე (79. ვოლფი), ჰუმელსი (79. პონგრაჩიჩი), აკანჯი, შულცი (46. ემრე ჯანი) – ბელინგემი, ვიტსელი, ბრანდტი (88. კნაუფი) – როისი, ჰალანდი, მალენი (53. ტ. აზარი).

თ         მ          ფ         წ          ბ          ქ

  1. აიაქსი                   3          3          0          0          11:1     9
  2. დორტმუნდი      3          2          0          1          3:5       6
  3. სპორტინგი         3           1          0          2          5:7       3
  4. ბეშიქთაში           3           0         0          3          2:8       0