ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* მოჰამედ სალაჰი პირველი ფეხბურთელი გახდა „ლივერპულის“ ისტორიაში, ვინც ზედიზედ ცხრა ოფიციალურ მატჩში გაიტანა.

* სალაჰს ამ სეზონში 11 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

* „ლივერპულმა“ ზედიზედ მეცხრე მატჩში გაიტანა მინიმუმ ორი გოლი.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა 2017 წილის ნოემბრის შემდეგ. შვედი 40 წლის და 16 დღისაა. ჩემპიონთა ლიგის მატჩში მასზე ასაკოვანი მხოლოდ რაიან გიგზი იყო – 40 წლისა 123 დღის.

* ანტუან გრიზმანს 35 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე. ის დაეწია ოლივიე ჟირუს და ტურნირზე ფრანგ ფეხბურთელებს შორის მეხუთე ადგილზეა. მათზე წინ არიან დავიდ ტრეზეგე (38), ჟან-პიერ პაპენი (39), ტიერი ანრი (59) და ქარიმ ბენზემა (73).

* გრიზმანმა ამ ჩემპიონთა ლიგაზე სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა. „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ, მას ლა ლიგაში გოლი არ გაუტანია.

* „ატლეტიკომ“ დიეგო სიმეონეს მწვრთნელობისას პირველად გაუშვა ორი გოლი პირველ 15 წუთში.

* „ლივერპულმა“ პირველად დაამარცხა „ატლეტიკო“.

* „ლივერპულის“ წაუგებელი სერია ყველა ტურნირზე 21 მატჩამდე გაიზარდა.

* „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ხუთი წაგება და ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

 

ატლეტიკოლივერპული    2:3

გოლები: 0:1 სალაჰი (8), 0:2 სალაჰი (13), 1:2 გრიზმანი (20), 2:2 გრიზმანი (34), 2:3 სალაჰი (78-პენ)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი – ტრიპიერი, ფელიპე, კონდოგბია (46. ხიმენესი), ერმოსო (80. მარკოს ლორენტე) – ლემარი (80. ლუის სუარესი), დე პაული (80. რენან ლოდი), კოკე, კარასკო – გრიზმანი, ჟოაო ფელიქსი (80. კორეა).

ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი (85. გომესი), მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი – კეიტა, ჰენდერსონი, მილნერი (63. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) – სალაჰი (90+2. უილიამსი), ფირმინო, მანე (63. დიოგო ჟოტა).

გაძევება: გრიზმანი (52. ატლეტიკო)

პორტუ-მილანი         1:0

გოლი: 1:0 დიასი (65)

პორტუ (4-42): დიოგო კოშტა – ჟოაო მარიო, მბემბა, ვენდელი (46. სანუსი) – სერჟიო ოლივეირა (67. ვიტინია), ურიბე, ოტავიო (90+1. გრუიჩი), დიასი – ევანილსონი (67. კორონა), ტარემი (84. ტონი მარტინესი).

მილანი (4-3-3): ტატარუშანუ – კალაბრია, კიაერი, ტომორი (59. რომანიოლი), ბალო ტურე (58. კალულუ) – ტონალი (67. ბაკაიოკო), ბენასერი, კრუნიჩი (82. მალდინი) – სელემაკერსი, ჟირუ (58. იბრაჰიმოვიჩი), ლეაო.

თ         მ          ფ         წ            ბ          ქ

  1. ლივერპული         3        3          0          0          11:5      9
  2. ატლეტიკო            3         1          1          1            4:4       4
  3. პორტუ                    3        1          1          1            2:5       4
  4. მილანი                   3        0         0          3            3:6       0