ჩემპიონთა ლიგა | ლუის ენრიკე - ჩვენი საუკეთესო მხარე უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „არსელნათან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად ვართ. „არსენალს“ კარგად ვიცნობთ – შესანიშნავი გუნდია, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ამ მატჩის მოსაგებად კარგად და თავდაჯერებულად უნდა ვითამაშოთ.
ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. მოედანზე ორი ისეთი გუნდი გავა, რომლებიც ამ სეზონში გამორჩეულ ფეხბურთს აჩვენებენ და ბურთის ფლობა უყვართ. წარმატების გასაღები ემოციებისა და უფრო რთული მომენტების მართვა იქნება. ამიტომ ჩვენი საუკეთესო მხარე უნდა ვაჩვენოთ.
„არსენალი“ მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სადაც, რამდენიმე წელია, საქმეს ძალიან კარგად აკეთებენ. რთულ შეხვედრას ველით, რადგან შესანიშნავი მეტოქე გვყავს. ლონდონში თამაში სტუმრისთვის ყოველთვის რთულია. დანამდვილებით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავი მატჩი გველის.
ვფიქრობ, ახლა უკეთესი და უფრო სრულყოფილი გუნდი ვართ, თავს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობთ, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ.
ჩვენ ძალიან მსგავსი გუნდები ვართ, ორივეს გუნდური ძალა გვაქვს. მთელი სეზონის განმავლობაში დიდი ინტენსივობით ვთამაშობთ, ამ წყვილში ფავორიტის დასახელება ძალიან რთულია“.
„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „არსენალს“ 29 აპრილს ლონდონში დაუპირისპირდება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.