ჩემპიონთა ლიგა | IV ტური | სამშაბათის მატჩების წინ
ჩემპიონთა ლიგა | IV ტური | სამშაბათის მატჩების წინ

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეორე წრე იწყება და მეოთხე ტურის სამშაბათის მატჩების შემდეგ, ოთხ გუნდს შეუძლია მერვედფინალის საგზურის მოპოვება – “დორტმუნდს”, “ატლეტიკოს”, “ბარსელონასა” და “ინტერს”. საინტერესოა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან: “ატლეტიკო” მადრიდში “დორტმუნდს” უმასპინძლებს, ხოლო “ინტერი” “ბარსელონას” მიიღებს.

“დორტმუნდი” მადრიდში მოგებით პლეი ოფში გავა, თან პირველ ადგილსაც გაინაღდებს. თუ მატჩს “ატლეტიკო” მოიგებს, ხოლო ჯგუფის მეორე შეხვედრა ფრედ დასრულდება, მადრიდელები ის პლეი ოფის საგზურს დაიბევებენ.

“დორტმუნდის” მსგავსად, “ბარსელონას” მილანში სამი ქულა პირველ ადგილსა და პლეი ოფის საგზურს გაუნაღდებს. “ინტერი” მოგებითა და ჯგუფის მეორე მატჩში ფრის წყალობით აღმოჩნდება პლეი ოფში.

A ჯგუფი
მონაკო-ბრიუგე (21:55)
ატლეტიკო-დორტმუნდი (23:59)

1. დორტმუნდი – 9 ქულა
2. ატლეტიკო – 6 ქულა
3. ბრიუგე – 1 ქულა
4. მონაკო – 1 ქულა

B ჯგუფი
ინტერი-ბარსელონა (23:59)
ტოტენჰემი-ეინდჰოვენი (23:59)

1. ბარსელონა – 9 ქულა
2. ინტერი – 6 ქულა
3. ტოტენჰემი – 1 ქულა
4. ეინდჰოვენი – 1 ქულა

C ჯგუფი
ცრვენა ზვეზდა-ლივერპული (21:55)
ნაპოლი-პსჟ (23:59)

1. ლივერპული – 6 ქულა
2. ნაპოლი – 5 ქულა
3. პსჟ – 4 ქულა
4. ცრ. ზვეზდა – 1 ქულა

D ჯგუფი
შალკე-გალათასარაი (23:59)
პორტუ-ლოკომოტივი (23:59)

1. პორტუ – 7 ქულა
2. შალკე – 5 ქულა
3. გალათასარაი – 4 ქულა
4. ლოკომოტივი – 0 ქულა