ჩემპიონთა ლიგა. IV ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა

* მხოლოდ ორ გუნდს – „ბაიერნსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ არ აქვთ დაკარგული ქულები ამ გათამაშებაში.

* „პარი სენ-ჟერმენი“ „ბაიერნთან“ და „იუვენტუსთან“ ერთად გავიდა პლეიოფში.

* პსჟ-ის მეკარეს კეილორ ნავასს ოთხ ტურში გოლი არ გაუშვია.

* 18 წლისა და 301 დღის როდრიგო ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია.

* ქარიმ ბენზემას ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 15 გათამაშებაში გაუტანია გოლი. ასეთი შედეგი მხოლოდ ლიონელ მესის აქვს.

* ბენზემას 50 გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში. ის ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზეა.

* როდრიგო ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკის მეორე ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა. პირველია რაული.

რეალი-გალათასარაი 6:0

გოლები: 1:0 როდრიგო (4), 2:0 როდრიგო (7), 3:0 სერხიო რამოსი (14-პენ), 4:0 ბენზემა (45), 5:0 ბენზემა (81), 6:0 როდრიგო (90+3)

რეალი (4-3-3): კურტუა – დანიელ კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო (42. მენდი) – კროოსი, კაზემირო (60. მოდრიჩი), ვალვერდე – როდრიგო, ბენზემა, აზარი (68. ისკო).

გალათასარაი (4-3-3): მუსლერა – მარიანო, ლუინდამა, მარკაო, ნაგატომო (88. ბუიუქი) – სერი, ნ’ზონზი (46. ბაირამი), ლემინა – ფეგული, ანდონე (46. დონკი), ბაბელი.

პსჟ-ბრიუგე 1:0

გოლი: 1:0 იკარდი (22)

პსჟ (4-3-3): ნავასი – დაგბა, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი – გეიე, მარკინიოსი, ვერატი (90. სარაბია) – მბაპე (83. დრაქსლერი), იკარდი (72. კავანი), დი მარია.

ბრიუგე (4-3-3): მინოლე – კოსუნუ, მეჩელი, დელი, რიკა – რიტსი (86. დე კეტელერი), ბალანტა, ვანაკენი – დენისი, ოკერეკე (66. დიანი), დიატა (77. შრიივერსი).

76-ე წუთზე დიანმა (ბრიუგე) ვერ გამოიყენა პენალტი

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 4 4 0 0 10:0 12

2. რეალი 4 2 1 1 9:5 7

3. ბრიუგე 4 0 2 2 2:8 2

4. გალათასარაი 4 0 1 3 0:8 1