ჩემპიონთა ლიგა - „იუვენტუსმა“ 82-ე წუთზე გამოსტაცა მოგება „ეინდჰოვენს“ [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „იუვენტუსმა“ ტიაგო მოტას ხელმძღვანელობით პირველად მოიგო ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი.
* უესტონ მაკენიმ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მესამე გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.
* „იუვენტუსის“ სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი იყო 25 წელი და 172 დღე. ეს კლუბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩებში.
* 36 წლის ივან პერიშიჩი „ეინდჰოვენის“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.
იუვენტუსი-ეინდჰოვენი 2:1
გოლები: 1:0 მაკენი (34), 1:1 პერიშიჩი (56), 2:1 მბანგულა (82)
იუვენტუსი: დი გრეგორიო, კელი, გატი, ვეიგა, ვეა, ლოკატელი (ტურამი, 68), დუგლას ლუიში, მაკენი (კოპმეინერსი, 68), ქენან ილდიზი (მბანგულა, 46), გონსალესი (ფრანსისკო კონსეისაო, 58), კოლო მუანი (ვლაჰოვიჩი, 77).
ეინდჰოვენი: ბენიტესი, მაურო ჟუნიორი, ობისპო, ფლამინგო, ლედესმა, ვერმანი, სხაუტენი, საიბარი (ტილი, 72), ლანგი (ბაკაიოკო, 72), პერიშიჩი, დე იონგი.