ჩემპიონთა ლიგა, III ტური - H ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა, III ტური - H ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* ბაშაქშეჰირმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო.

* ბაშაქშეჰირის მცველმა მარტინ შკრტელმა ჩემპიონთა ლიგაზე 11 წლისა და 49 დღის შემდეგ შეძლო მოგება. ბოლო მოგება მას 2009 წლის სექტემბერში ჰქონდა, როცა ლივერპულმა“ „დებრეცენი დაამარცხა (4:0). უფრო გრძელი პერიოდი ამ ტურნირზე მოგებებს შორის დენი ლანდზაატს ჰქონდა – 14 წელი და 227 დღე (1996-2010).

* შეწყდა ყველა ტურნირზე მანჩესტერ იუნაიტედის 10-მატჩიანი მოგებებისა და 19-მატჩიანი წაუგებელი სერია გასვლით მატჩებში.

* მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო.

* მანჩესტერ იუნაიტედმა ზედიზედ მესამედ წააგო გასვლაზე თურქულ კლუბებთან.

* მანჩესტერ იუნაიტედმა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა.

 

ბაშაქშეჰირი-მანჩესტერ იუნ                                         2:1

გოლები: 1:0 ბა (13), 2:0 ვისკა (40), 2:1 მარსიალი (43)

ბაშაქშეჰირი (4-3-3): მერთ გუნოქი – რაფაელი, შკრტელი, ეპურეანუ, ბოლინგოლი-მბომბო – ალექსიჩი, ბერქაი ოზჩანი (87. მეჰმეთ თოფალი), ერფან კაჰვეჩი (90. პონკი) – ვისკა, ბა (79. გულბრანდსენი), დენიზ თურუჩი.

მანჩესტერი (4-1-3-2): ჰენდერსონი – ვან-ბისაკა (76. ფოსუ-მენსა), ტუანზებე (46. მაკტომინეი), მაგუაირი, შოუ – მატიჩი – ვან დე ბეეკი (61. პოგბა), ხუან მატა (61. კავანი), ბრუნო ფერნანდეში – მარსიალი, რეშფორდი (76. გრინვუდი).

 

ლაიპციგი-პსჟ                2:1

გოლები: 0:1 დი მარია (6), 1:1 ნკუნკუ (42), 2:1 ფორსბერგი (56-პენ)

მე-15 წუთზე დი მარიამ პენალტი ვერ გამოიყენა

ლაიპციგი (3-4-2-1): გულაში – კონატე, უპამეკანო, ორბანი – მუკიელი (64. ჰენრიხსი), ზაბიტცერი (90. კამპლი), ჰაიდარა (76. ადამსი), ანჯელინო – ნკუნკუ, ფორსბერგი (76. კლუივერტი) – ოლმო (64. პოულსენი).

პსჟ (4-3-3): კეილორ ნავასი – ფლორენცი (84. რაფინია), დანილო პერეირა, კიმპემბე, კურზავა (74. ბაკერი) – ანდერ ერერა, მარკინიოსი, გუეიე – დი მარია, კინი, სარაბია (74. კერერი).

გაძევება: გეიე (69. პსჟ), კიმპემბე (90+5. პსჟ)

 

  1. მანჩესტერი – 6 (8-3)
  2. ლაიპციგი – 6 (4-6)
  3. პსჟ – 3 (4-4)
  4. ბაშაქშეჰირი – 3 (2-5)