* „ინტერის“ ფორვარდი სებასტიანო ესპოზიტო ამ გუნდის ყველაზე ახალგაზრდა (17 წლისა და 113 დღის) ფეხბურთელია ჯუზეპე ბერგომის (17 წლისა და 72 დღის) შემდეგ, ვისაც ჩემპიონთა ლიგაში (ჩემპიონთა თასზე) დებიუტი ჰქონია.
* ლაუტარო მარტინესი „ინტერის“ ყველაზე ახალგაზრდა (22 წლისა და 62 დღის) ფეხბურთელია ობაფემი მარტინსის (20 წლისა და 118 დღის) შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.
* ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც ამ ტურნირის ზედიზედ 15 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაიტანა.
* მესის ჩემპიონთა ლიგაზე 33-ე გუნდს გაუტანა და დაეწია ამ მაჩვენებლით კრიშტიანო რონალდოსა და რაულს.
* ლუის სუარესი ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 20 გასვლითი მატჩია ვერ იტანს.
* „სლავიას“ პირველ სამ ტურში „ინტერის“, „დორტმუნდისა“ და „ბარსელონას“ წინააღმდეგ საჯარიმოდან დარტყმების რაოდენობით უკეთესი ბალანსი აქვს – 28:25.
შედეგები
სლავია-ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 მესი (3), 1:1 ბორილი (50), 1:2 ოლაინკა (57-საკ. კარში)
სლავია: კოლარი – კუფალი, კუდელა, ჰოვორკა, ბორილი – სუჩეკი, სევჩიკი – მასოპუსტი (76. ვან ბურენი), სტანჩუ (76. ჰუსბაუერი), ზელენი (46. ტეცლი) – ოლაინკა.
ბარსელონა: ტერ შტეგენი – სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა – არტური (84. რაკიტიჩი), ბუსკეტსი (78. ვიდალი), ფ. დე ოინგი – მესი, გრიზმანი (69. უ. დემბელე), სუარესი.
ინტერი-დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 ლაუტარო მარტინესი (22), 2:0 კანდრევა (89)
ინტერი: ჰანდანოვიჩი – გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი – კანდრევა, ბარელა, ბროზოვიჩი, გალიარდინი, ასამოა (80. ბირაგი) – ლაუტარო მარტინესი (90+1. ბორხა ვალერო), ლუკაკუ (62. ესპოზიტო).
დორტმუნდი: ბურკი – ჰაკიმი, აკანჯი (74. ბ. ლარსენი), ჰუმელსი, შულცი – დელენი (65. დაუდი), ვიტსელი – სანჩო, თ. აზარი (84. გერეირო), ვაიგლი – ბრანდტი.
გათამაშების ცხრილი
1. ბარსელონა – 7 ქულა
2. ინტერი – 4
3. დორტმუნდი – 4
4. სლავია – 1