ჩემპიონთა ლიგა III ტური - E ჯგუფის ფაქტები და შედეგები
ჩემპიონთა ლიგა III ტური - E ჯგუფის ფაქტები და შედეგები

ფაქტები:

* დრის მერტენსმა „ნაპოლის“ მაისურით 116-ე გოლი გაიტანა, რაც ერთით მეტია ლეგენდარული დიეგო მარადონას შედეგზე. კიდევ ხუთი გოლი და ის აბსოლუტურ რეკორდსმენს მარეკ ჰამშიკს დაეწევა.

* „ზალცბურგის“ შემტევი ერლინგ ჰაალანდი პირველი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგაში, ვინც ჯგუფური ეტაპის საწყის სამ ტურში 6 გოლი გაიტანა.

* ერლინგ ჰაალანდი მხოლოდ მეორე თინეიჯერია (20 წლამდე) ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგის პირველ სამ ტურში გაიტანა. პირველი იყო ქარიმ ბენზემა.

* პირველ სამ ტურში ხუთი გოლი აქამდე მხოლოდ დიდიე დროგბას ჰქონდა გატანილი – 2003 წელს „მარსელის“ რიგებში. ახლა, 19 წლის ნორვეგიელს ექვსი გოლი აქვს და ის ერთადერთია.

* ეს არის პირველი შემთხვევა, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის პირველ სამ ტურში 7 ქულა აქვს.

* 2017/18 წლების სეზონიდან მოყოლებული, „ლივერპულის“ შემტევ რობერტო ფირმინოს ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი (11) საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

* ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის მეორე გოლით „ლივერპული“ გახდა მეოთხე ინგლისური კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედის“, „არსენალისა“ და „ჩელსის“ შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 200 (და მეტი) გოლი გაიტანა.

შედეგები:

ზალცბურგი-ნაპოლი 2:3

გოლები: 0:1 მერტენსი (17), 1:1 ჰაალანდი (40), 1:2 მერტენსი (64), 2:2 ჰაალანდი (72), 2:3 ინსინიე (73)

ზალცბურგი: სტანკოვიჩი (33. კარლოსი) – კრისტენსენი, ანდრე რამალიო, ვობერი, ულმერი – მვეპუ (89. კოიტა), იუნუზოვიჩი – დაკა (68. აშიმერუ), მინამინო – ჰაალანდი, ჰვანგი.

ნაპოლი მერეტი – მალკუიტი, კულიბალი, ლუპერტო, დი ლორენცო – კალიეხონი (80. ელმასი), ალანი, რუისი, ზელინსკი – მერტენსი (76. ლორენტე), ლოსანო (65. ინსინიე).

გენკი-ლივერპული 1:4

გოლები: 0:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (2), 0:2 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (57), 0:3 მანე (77), 0:4 სალაჰი (87), 1:4 ოდეი (88)

გენკი: კუკე – მელე, კუესტა, ლუკუმი, ურონენი – ბონგონდა (66. ნდონგალა), ჰეინენი, ბერგე, იტო (87. ჰაჯი) – სემატა – ონუაჩუ (81. ოდეი).

ლივერპული: ალისონი – მილნერი, ლოვრენი, ვან დაიკი, რობერტსონი (63. გომესი) – ოქსლეიდ-ჩემბერლენი (73. ვეინალდუმი), ფაბინიო, კეიტა – მანე, სალაჰი, ფირმინო (80. ორიჯი).

გათამაშების ცხრილი

1. ნაპოლი – 7 ქულა

2. ლივერპული – 6

3. ზალცბურგი – 3

4. გენკი – 1